About the job მოძრავი ქონების შემფასებელი
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: მოძრავი ქონების შემფასებელი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის მიზანი:
პოზიციის მთავარი მიზანია ორგანიზაციის მასშტაბით განახორციელოს ავტოტრანსპორტის შეფასება და შესაბამისი აქტის მომზადება კრედოში არსებული პროცედურის და პოლიტიკის შესაბამისად.'
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
ზოგადი:
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების და მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
- ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის მიმართ პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს
მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად; - ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული
უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს). - სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
სპეციფიკური: - ავტომობილის შეფასება კრედოში არსებული პროცედურის და პოლიტიკის შესაბამისად;
- შეფასებისას წარმოდგენილი დოკუმენტების, ფოტოების და სხვა საჭირო ინფორმაციის, პოლიტიკასთან და პროცედურებთან შესაბამისობის გადამოწმება, დადგენა და საჭიროების შემთხვევაში, სისრულეში მოყვანის მიზნით, კომუნიკაცია სერვის ცენტრებთან;
- შეფასებული ავტოტრანსპორტის ხარისხზე პასუხისმგებლობის აღება;
- პოლიტიკების და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
- პოზიციისთვის განსაზღვრული განხილვის (შეფასების) გეგმის შესრულება;
- დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად, დროულად და ობიექტურად შესრულება;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
- ნებისმიერ საფინანსო ინსტიტუტში ავტო სესხების მიმართულებით (ავტო სესხის ოფიცერი/რისკები) მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
- გუნდურობა;
- ლიდერული უნარები;
- შედეგიანობა/ მიზანდასახულობა;
- პასუხიმგებლობა;
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების ანალიზის და გადაჭრის უნარი
- გამოსავლის ძიების უნარი / solution builder;
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint);
- ბიზნეს პროცესების ცოდნისა და მართვის უნარი;
- სტრატეგიული აზროვნება;
- დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- კრიტიკული აზროვნება;
- მონაცემთა ანალიზის და კვლევის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი და მოლაპარაკების წარმართვა;
- ძლიერი მოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი;
სასურველია:
- ინგლისური ენის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე (უცხოურ საიტებზე შეფასებისთვისსაჭირო ინფორმაციის მოძიების მიზნით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 9 ნოემბერი, 2023 წელი
#გახდიკრედოელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.