Job Openings მომსახურების კონსულტანტი ბათუმში

About the job მომსახურების კონსულტანტი ბათუმში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: მომსახურების კონსულტანტი ბათუმში

სამუშაო ადგილი: ბათუმი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 86 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელ


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვა;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • მისალმება კლიენტის სერვისცენტრში შესვლისთანავე, კრედოს წარდგენა პოტენციური კლიენტებისათვის;
  • კლიენტისათვის დახმარების შეთავაზება და გაწევა პასუხისმგებლობის ფარგლებში;
  • კლიენტისთვის დახმარების გაწევა მაიკრედოთი გზავნილის განაღდებაში;
  • არსებული თუ პოტენციური კლიენტების გადამისამართება შესაბამის პირებთან;
  • კლიენტების რიგითობის დაცვის უზრუნველყოფა;
  • სერვისცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრებისა და განრიგის შედგენის უზრუნველყოფა;
  • სესხის გაცემის დროს წესრიგის დამყარება მიმღებში;
  • სერვისცენტრში განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა;
  • კლიენტისთვის დახმარების გაწევა სესხის დაფარვის პროცესში (ასევე სერვისცენტრის შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება დაფარვის თაობაზე);
  • კომპეტენციის ფარგლებში, სერვისცენტრში არსებული მარაგების კონტროლი და აღრიცხვა (მათ შორის, მარკეტინგული მასალების);
  • სერვისცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის უზრუნველყოფა, ოფისის დამლაგებლის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინირება;
  • კრედოს ადმინისტრაციული ფორმების/საბუთების მომარაგება;
  • მომსახურების სტანდარტების შესრულება;
  • კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის დამხმარე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
  • საჭიროებისამებრ, სერვისცენტრის მენეჯერისათვის დახმარების გაწევა სხვა დავალებების შესრულებაში


ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • ეფექტური ზეპირი საკომუნიკაციო უნარი ქართულ ენაზე,
  • რუსული და ინგლისურ ენების ცოდნა სასურველია;
  • კომუნიკალურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
  • თანამედროვებელი ტექნოლოგიების გამოყენებით დონეზე ცოდნა;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
  • თვითმოტივირებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

სივის მიღების ბოლო ვადაა: 11 დეკემბერი, 2023 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.