Job Openings Head Of SME and Private Banking Noncredit Unit

About the job Head Of SME and Private Banking Noncredit Unit

დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი"

თანამდებობა: მცირე და საშუალო არასაკრედიტო ბიზნესისა და პერსონალური საბანკო მომსახურების განყოფილების უფროსი

ექვემდებარება: მცირე და საშუალო ბიზნესისა და პერსონალური საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსს

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 88 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედო რჩეული - ეს არის კრედო ბანკის პრივილეგირებული, მრავალკომპონენტიანი სერვისი, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მიზნებზე, სურვილებსა და საჭიროებებზე.

#გახდირჩეული

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

#გახდიკრედოელი

პოზიციის მიზანი:

მცირე და საშუალო არასაკრედიტო ბიზნესისა და პერსონალური საბანკო მომსახურების განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სს კრედო ბანკის დადგენილი პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად შეასრულოს წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები.

ფუნქცია-მოვალეობები: 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მცირე და საშუალო ბიზნესის არასაკრედიტო და პერსონალური საბანკო მომსახურების განყოფილების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის არასაკრედიტო და პერსონალური საბანკო მომსახურების განყოფილების მიმართულების სტრატეგიის შემუშავება, განვითარება, განხორციელების უზრუნველყოფა;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის არასაკრედიტო და პერსონალური საბანკო მომსახურების განყოფილების გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის არასაკრედიტო და პერსონალური საბანკო მომსახურების განყოფილების პროცესების, პროდუქტების და დისტრიბუციის არხების მართვა, განვითარება, ოპტიმიზაცია;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის არასაკრედიტო და პერსონალური საბანკო მომსახურების განყოფილების პროდუქტების გეგმების დასახვაში მონაწილეობის მიღება;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის არასაკრედიტო და პერსონალური საბანკო მომსახურების განყოფილების წამახალისებელი სქემების შექმნაში მონაწილეობის მიღება, ცვლილებების შეტანის ინიცირება, დანერგვის უზრუნველყოფა;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის არასაკრედიტო და პერსონალური საბანკო მომსახურების განყოფილების კადრის საჭიროების განსაზღვრა და დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის და პერსონალური საბანკო მომსახურების რეგიონალური მენეჯერების, არასაკრედიტო მიმართულებით საქმიანობის მენეჯმენტი და ადმინისტრირება;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
  • საკრედიტო და არასაკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, კორპორატიული ღირებულებების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
  • კლიენტების პერსონალური მონაცემების ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვა;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • ბანკში SME და პრემიუმ მომსახურების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;
  • საბანკო პროგრამების ცოდნა;
  • საბანკო პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა;
  • ეფექტური წერითი საკომუნიკაციო უნარი ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
  • სხვა თანამშრომლების მართვის, კოორდინაციის და კონტროლის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის და პრობლემათა ეფექტური გადაჭრის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 მაისი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი