Job Openings ანაზღაურებადი სტაჟირება IT მხარდაჭერის უმცროსი ოფიცრის პოზიციაზე

About the job ანაზღაურებადი სტაჟირება IT მხარდაჭერის უმცროსი ოფიცრის პოზიციაზე

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: ანაზღაურებადი სტაჟირება IT მხარდაჭერის უმცროსი ოფიცრის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 86 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონემენტს;

გრაფიკი: სტანდარტული 8 საათიანი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-დან 19:00 საათამდე)

პოზიციის მიზანი:

ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის უმცროსი ოფიცრის სტაჟიორი ვალდებულია შეისწავლოს და უზრუნველყოს დახმარება ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითებში სს კრედო ბანკის (შემდგომში კრედო) პერსონალისთვის, კრედოს მიზნების, ამოცანებისა და ოპერატიული პოლიტიკების შესაბამისად. მის როლში გათვალისწინებულია IT-თან დაკავშირებული ძირითადი საკითხების მართვა სათაო ოფისისა და სერვის ცენტრის დონეზე, ოფისის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

საჭიროა შემდეგი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები ოფიციალური სკოლის, თვით-განათლების, წინა გამოცდილების ან სტაჟირების კომბინაციის საფუძველზე

  • MS Windows® OS-თან მუშაობის გამოცდილება;
  • პერსონალური კომპიუტერის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის საბაზისო ცოდნა და უნარები;
  • კომპიუტერულ ქსელთან დაკავშირებული პროგრამული და აპარატურული მხარის, ჩამწერი, ბეჭდვითი და სხვადასხვა ქსელური მოწყობილობის მხარდაჭერის შესწავლა-გამოყენება;
  • კომპიუტერული ტექნიკის პერიოდული დიაგნოსტიკა;
  • MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
  • ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • მოტივირებული, ინოვაციური;
  • დინამიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული, მოწესრიგებული;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 4 აპრილი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი