Job Openings მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის უფროსი ოფიცერი ზუგდიდში

About the job მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის უფროსი ოფიცერი ზუგდიდში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის უფროსი ოფიცერი ზუგდიდში

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი

კრედო ბანკი 26 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 86 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
  • პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
  • კორპორატიული ღონისძიებები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

#გახდიკრედოელი

პოზიციის მიზანი:

უფროსი რჩეული ოფიცერი პასუხისმგებელია მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის მომსახურებაზე სს კრედო ბანკი ს საკრედიტო სტრატეგიის შესაბამისად, ასევე პასუხს აგებს საკუთარი პორთფელის ეფექტურ და შედეგიან მართვაზე, ხოლო კლიენტების მხრიდან დროულად სესხის დაფარვის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებაზე. უფროსი SME სესხის ოფიცერი არის კრედოს მთავარი წარმომადგენელი არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობისას.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში,
  • ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის წინაშე პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის
  • წარმოჩენა.

სპეციფიკური:

  • საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების
  • მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
  • კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • SME კლიენტების იდენტიფიცირება და მოზიდვა, რომლებიც აკმაყოფილებენ კრედოს კრიტერიუმებს, შეუძლიათ სესხის სათანადოდ და ბიზნესის ეფექტურად მართვა;
  • კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
  • დიდი სესხების დამუშავება X თანხიდან;
  • კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
  • რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვისრელევანტური ბიზნესის პრეზენტაცია და საკრედიტო კომიტეტისთვის სესხის
  • შეთავაზება კეთილსინდისიერი წესით. კომიტეტზე წარგენილი პროექტის დაცვა;
  • სესხის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება და სესხის გაცემის უზრუნველყოფა, საკრედიტო პოლიტიკების და პროცედურების მიხედვით;
  • კრედოს ინვესტირების მონიტორინგი კლიენტის ბიზნესში და სესხის გადახდის პროცესის ზედამხედველობა;
  • დაგვიანებულ გადამხდელ კლიენტებზე თვალყურის დევნება - შემახსენებელი წერილების გადაცემა კრედოს პოლიტიკის მიხედვით, შესაფერისი გეგმის შემუშავება სესხის გადასახდელად, გირაოზე უფლების ჩამორთმევა გაყიდვისსაჭიროების შემთხვევაში (საქართველოს კანონდებლობის მიხედვით);
  • სმი კოორდინატორის მოვალეობის შესრულება, მისი შვებულებაში ყოფნის პერიოდში;
  • მომსახურების სტანდარტის დაცვა და საქმიანი ურთიერთობის დამყარება კრედოს კლიენტებთან;
  • პორტფელის და მსესხებლების შენარჩუნება/გაზრდაზე ზრუნვა;
  • პორტფელის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
  • პროცესის გაუმჯობესების მიზნით საკრედიტო და არასაკრედიტო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის;
  • ახალი ფორმების, პოლიტიკების განახლებაში მონაწილეობის მიღება, ახალი იდეების ინოვაციების შეთავაზება მენეჯმენტისთვის, კლიენტის მოთხოვნიდან გამომდინარე;
  • ახალი SME სესხის ოფიცრების როგორც პრაქტიკული on-the-job ტრენინგი, ასევე კამპუსში თეორიულ ტრენინგებში ჩართულობა, ანალიზის ფორმის სწავლება ტრენერებთან ერთად-პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით;
  • SME მიმართულებით სიახლეების პრაქტიკაში დანერგვა/განხორციელება;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

(შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან პრაქტიკანტობის გზით.)

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე/ან SME სესხებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ძლიერი გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა);
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ძლიერი მოტივაცია და განვითარების მიღწევის სურვილი;
  • ძირითადი ბიზნეს პრინციპების და ეთიკის ნორმების ცოდნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 მაისი, 2024 წელი

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.