Job Openings ვირტუალური ბანკირი

About the job ვირტუალური ბანკირი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: ვირტუალური ბანკირი

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

____________________________________________________________________________

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 88 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

პოზიციის მიზანი:

  • ისტანციური საბანკო მრჩეველი პასუხისმგებელია მიზნობრივ სეგმენტზე მომსახურების გაყიდვაზე, საკრედიტო და საანაბრე პორტფელის შექმნასა და მართვაზე, თავის პორტფელში არსებული კლიენტებისთვის მაღალი სტანდარტების მომსახურების გაწევაზე.

ძირითადი ფუნქციები:

  • კლიენტების მოზიდვა გამავალი სატელეფონო ზარებით;
  • კლიენტებისთვის კრედოს პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა;
  • კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება;
  • თავის პორტფელში არსებული კლიენტების კონსულტაცია, შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი და მომსახურეობა. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობა
  • მუდმივი კონტაქტი კლიენტებთან და მათთვის ახალი დანერგილი პროდუქტების/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება;
  • თავის პორტფელში და ასევე ახალი კლიენტებისთვის:

o მიმდინარე ანგარიშის გახსნა და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;

o საკრედიტო პროდუქტების გეგმების შესრულება

o ვადიანი ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;

o კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;

o სესხის გაცემასთან და სესხის დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;

o სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;

o პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება; პლასტიკური ბარათების და პინ-კოდების გაცემა;

o უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;

o განაცხადების მიღება სალარე და სავალუტო ფულად გზავნილებზე, ასევე მათი განაღდება შესაბამისი ინტრუქციების საფუძველზე;

o კლიენტთა ანგარიშებიდან ამონაწერის სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება და გაცემა;

o კლიენტთა ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება;

  • კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
  • დასახული გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 12 თვიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სექტორში, გაყიდვებში, მომხმარებელთა მომსახურებაში;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - MS Word, MS Excel
  • CSS-ში მუშაობის გამოცდილება ;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა ;
  • რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა ;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დასახული გეგმების შესრულებაზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 17 მაისი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი