Job Openings მცირე და საშუალო ბიზნესის რეგიონალური მენეჯერი

About the job მცირე და საშუალო ბიზნესის რეგიონალური მენეჯერი

სს კრედო ბანკი
სამუშაოს აღწერა
დამსაქმებელი: კრედო ბანკი
პოზიცია: მცირე და საშუალო ბიზნესის რეგიონალური მენეჯერი
სამუშაო ადგილი: იმერეთი
კრედო ბანკი 26 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 88 ფილიალით არის წარმოდგენილი.
#გახდიკრედოელი
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
პოზიციის მიზანი:
SME მენეჯერი პასუხისმგებელია საქართველოს განსაზღვრულ რეგიონებში SME კლიენტების სესხის გაცემის მომსახურების უზრუნველყოფაზე, სს კრედო ბანკისს საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად, ასევე დაქვემდებარებული რჩეული ოფიცრებისა და მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების ოფიცრების მართვაზე კრედოს მიზნების, მისწრაფებებისა და სამუშაო სტრატეგიის შესაბამისად.
ძირითადი პასუხისმგებლობა:
  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.
სპეციფიკური:
  • ახალი კლიენტის მოზიდვა, საჭიროების დადგენა და რჩეული(საკრედიტო/არასაკრედიტო) პროდუქტების გაყიდვის უზრუნველყოფა;
  • არსებული კლიენტის პოტენციალის განსაზღვრა, რჩეული (საკრედიტო/არასაკრედიტო) პროდუქტების გაყიდვის უზრუნველყოფა;
  • რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე სტრატეგიული გეგმების განხორციელება დასახული მიზნების მისაღწევად;
  • საჭიროებისამებრ ან/და პროცედურით განსაზღვრულ შემთხვევებში კლიენტებთან/პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, რჩეული (საკრედიტო/არასაკრედიტო) პროდუქტებისა/საბანკო სერვისების შეთავაზებისა და გაყიდვის მიზნით;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის დასახული ინდივიდუალური გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად შესრულებაზე პასუხიმგებლობა და ზედამხედველობა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების კლიენტებზე, განსაზღვრული მოთხოვნების მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების პრობლემური კლიენტების პორტფელის მართვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ქოუჩინგი. მათი განვითარების გეგმის შემუშავება და გეგმის სისრულეში მოყანა;
  • თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან პროდუქტის დანერგვის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების (SME ოფიცრები/ რჩეული ბანკირები) გუნდის ჩამოყალიბება კომპანიის /მცირე და საშალო ბიზნეს მიმართულების განვითარება/ დახვეწაში აქტიური მონაწილეობა / ინიციატივების გამოჩენა; გაყიდვების გაზრდის მიზნით აქტივობების ინიცირება შესაბამის რგოლთან - მარკეტინგისnგანყოფილება; კვლევების განყოფილება და სხვა;
  • რეგიონში რჩეული მიმართულების პროდუქტების და პროცედურების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • რჩეული (საკრედიტო/არასაკრედიტო) პროდუქტების (ახალი/არსებული) ფორმირებასა და დახვეწაში მონაწილეობის მიღება;
  • მიმართულების განვითარებისთვის ახალი იდეების ინიცირება;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
  • უმაღლესი განათლება, შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, საბუღალტრო საქმე ან სამართალმცოდნეობა;
  • მცირე და საშუალო სესხების მიმართულებით ბანკში საკრედიტოში მუშაობის გამოცდილება;
  • კარგი მენეჯმენტისა და ორგანიზაციული უნარები;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კომუნიკაციის დამყარების, მოლაპარაკების დადებითად წარმოების უნარი;
  • სრულყოფილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 მაისი. 
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი