Job Openings პრობლემური სესხის ოფიცერი (PD) ბათუმში

About the job პრობლემური სესხის ოფიცერი (PD) ბათუმში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: პრობლემური სესხის ოფიცერი (PD) ბათუმში (დეკრეტული შვებულების შემცვლელი)

სამუშაო ადგილი: ბათუმი

კრედო ბანკი 26 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 86 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

#გახდიკრედოელი

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
  • პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
  • კორპორატიული ღონისძიებები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან / გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
  • მიმდინარე ვადაგადაცილებული / პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
  • საქმიანობის კოორდინირება რეგიონის მენეჯერთან და რეგიონალურ იურისტთან.
  • სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევის გაღება, პრობლემურ მსესხებელებთან და თავდებებთან ვიზიტებზე სიარული, სატელეფონო ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.
  • პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით; სს კრედო ბანკი
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება)
  • სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი;
  • მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 9 მაისი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი