Job Openings შიდა აუდიტის მენეჯერი

About the job შიდა აუდიტის მენეჯერი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: შიდა აუდიტის მენეჯერი (Internal Audit Engagement Manager)

სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 88 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
  • პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
  • კორპორატიული ღონისძიებები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

#გახდიკრედოელი

პოზიციის მიზანია:

კრედო ბანკის არსებული პროცესების დამოუკიდებელი და ობიექტური შიდა აუდიტის ჩატარება, რომელიც დამატებითი ღირებულების შექმნაზე არის მიმართული.

ძირითადი ფუნქციები:

  • საოპერაციო, ციფრული და ფინანსური აუდიტის განხორციელება დამტკიცებული წლიური აუდიტის გეგმის შესაბამისად;
  • შიდა აუდიტის გეგმის შედგენა;
  • შიდა აუდიტის ჩატარების დროს, აუდიტის ციკლის დაცვა (1. დაგეგმვა, 2. რისკების შეფასება, 3. ტესტირება, 4. ანგარიშგება, 5. მონიტორინგი);
  • აუდიტის პროექტის ფარგლებში გუნდის წევრების კოორდინირება;
  • შიდა აუდიტის შედეგების ანგარიშგება და დაინტერესებულ მხარეებთან წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შიდა/გარე აუდიტის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ბანკის საოპერაციო, ციფრული პროცესების კარგი ცოდნა, უპირატესობად ჩაითვლება ფინანსური აღრიცხვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიის ძირითადი მახასიათებლების კარგი ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტრულ აღრიცხვაში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან სხვა შესაბამის დარგში;

უნარები:

  • გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ლოგიკური ანალიზის, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების, დამოუკიდებლად მუშაობის, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, მათ შორის დეპარტამენტებთან თანამშრომლობის უნარი დისკრეციული უფლების, კონფიდენციალურობისა და ფოკუსირების შენარჩუნების გზით;
  • გუნდურობა, თვითგანვითარება, შედეგებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი