Job Openings კლიენტთა მრჩეველი მარნეულში

About the job კლიენტთა მრჩეველი მარნეულში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: კლიენტთა მრჩეველი მარნეულში

სამუშაო ადგილი: მარნეული

კრედო ბანკი 26 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 81 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი

  • თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების შეთავაზება და გაყიდვა;
  • კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში;
  • კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების და ანგარიშების გახსნა და მათთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა, ნებადართულ ვალუტებში ლიმიტების შესაბამისად;
  • სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
  • უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
  • სამუშაო ადგილისთვის აუცილებელი მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის კონტროლი;
  • კლიენტის პერსონალური მონაცემებისა და ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
  • ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • განვითარების მაღალი მოტივაცია.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ვადა: 16 აპრილი, 2023 წელი

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.