Job Openings System Administrator

About the job System Administrator

სამუშაო აღწერილობა:

პოზიცია: სისტემური ადმინისტრატორი

ექვემდებარება: ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი

პოზიციის მიზანი:

სისტემური ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურისა და მასზე არსებული ელექტრონული ინფრასტრუქტურის მართვასა და ადმინისტრირებაზე ცენტრალურ და სარეზერვო საიტებზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული
  • ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;

სპეციფიკური:

  • კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (მთავარი, სარეზერვო) არსებული სერვერული ინფრასტრუქტურის და სისტემური სერვისების გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
  • ვირტუალური (Vmware ESXi, Microsoft Hyper-v) სერვერების ინფრასტრუქტურის აგება, ადმინისტრირება და მართვა;
  • სისტემურ ინფრასტრუქტურაში არსებული ვირტუალური მანქანების სარეზერვო ასლების შექმნა შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით, სატესტო აღდგენა, კონტროლი.
  • საჭიროებიდან გამომდინარე ვირტუალური მანქანების, სარეზერვო ასლების, მიგრაცია და აღდგენა;
  • სერვერული ინფრასტრუქტურის კომპონენტების და სისტემური სერვისების მონიტორინგის შექმნა, ადმინისტრირება და არსებულ სისტემებში და ალერტებზე მყისიერი რეაგირება და მოგვარება;
  • სისტემების გამართვა, ადმინისტრირება და მართვა;
  • სერვერული ინფრასტრუქტურის რესურსების დაგეგმარება ბანკის მოთხოვნილებების შესაბამისად;
  • ფაილების და საქაღალდეების სტრუქტურის აგება და სისტემის მდგრადობაზე პასუხისმგებლობა;
  • მონაცემთა სანახი სისტემების (Storage) გამართვა, ადმინისტრირება და მართვა;
  • ბანკის პოლიტიკის მიხედვით Patch Management ის და სხვა მსგავსი პროცესების განხორციელება;
  • სერვერული ტოპოლიგიის დოკუმენტების მომზადება, ცვლილების შემთხვევაში განახლებების შეტანა და ფიზიკური სერვერული ინფრასტრუქტურის ტოპოლიგიის დოკუმენტაციის შესაბამისად მარკირება;
  • შესასყიდი სერვერული ტექნიკის ან სისტემური სერვისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის ნაწილში ინფორმაციული ტექნოლოგიების შესყიდვების განყოფილების (IT Procurement) მხარდაჭერის გაწევა;
  • მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, ასევე ვალდებულებების განუხრელი დაცვა, დარღვევების შემთხვევაში ხელმძღავანელობის ინფორმირება;
  • ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების რეალიზება და დაცვა;
  • სერვის დესკზე შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა (SLA ფარგლებში);
  • ბანკში დანერგილი ITSM პროცესების (Incident, Problem, Change და ა.შ) გათვალისწინება და გამოყენება;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
  • მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
  • პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სერვისებზე პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება;
  • ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა და სენიორთან/თიმ ლიდთან ერთად დანერგვა;

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

  • შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
  • სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო უმცროსი სისტემური ადმინისტრატორის ან 1 წლიანი
  • სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე;
  • Microsoft Certified: Azure Administrator Associate, ITIL სტანდარტების ცოდნა და შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;
  • ტრენინგები MS Server ადმინისტრირებაში;
  • Backup Software და Antivirus Software თან მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრრირება;
  • Active Directory , Windows Server 2012/2016, Microsoft virtualization (Hyperv), VMware Infrastructure (Vmware ESXi), Fileserver, მონაცემთა სანახების ადმინისტრირება და მართვა;
  • MS Exchange Server 2013/2016 და უფრო ახლის ადმინისტრირება, Linux Installation და ადმინისტრირება;
  • სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook და ა.შ);
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
  • გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
  • სასურველია სერვერული ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე, სასურველია B2 დონეზე;
  • რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა და დროის მენეჯმენტი
  • პროაქტიულობა და ოუნერშიფის (პრობლემაზე პასუხისმგელობის) მაღალი გრძნობა