Job Openings სერვის ცენტრის მმართველი ყაზბეგში

About the job სერვის ცენტრის მმართველი ყაზბეგში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: სერვის ცენტრის მმართველი ყაზბეგში

კრედო ბანკი 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 88 ფილიალით არის წარმოდგენილი.

#გახდიკრედოელი

თანამდებობის მიზანი:

სერვისცენტრის მმართველმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების მაღალი ხარისხით მომსახურება საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებით და საბანკო სერვისებით, კრედო ბანკის მიზნების და სამუშაო სტრატეგიის შესაბამისად. სერვისცენტრის მმართველი უნდა მიისწრაფოდეს მუდმივი განვითარებისკენ. იგი პასუხისმგებელია სერვისცენტრის საკრედიტო პორტფელის, არასაკრედიტო პროდუქტების პორტფელის და საბანკო სერვისების მართვაზე, დროული გადახდის შენარჩუნებაზე, ხარისხიან საკრედიტო და საოპერაციო მომსახურებაზე, გუნდის ეფექტურ მართვაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და გეგმების შესრულების მაღალ მაჩვენებელზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა.

სპეციფიკური:

  • საკრედიტო და საოპერაციო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა და ბიზნესის ქცევის, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა; კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • დადასტურებული ბიზნეს გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • საკრეტიდო პოლიტიკის თანახმად, მის უფლებამოსილებაში არსებული ლიმიტების გათვალისწინებით, სესხის გაცემისას ადგილზე ვიზიტი, სესხების გადაგზავნა პასუხისმგებელ დამამტკიცებელ პირთან;
  • სერვის-ცენტრის საკრედიტო კომიტეტის ჩატარება, კომიტეტის მიმდინარეობის და კომიტეტში მონაწილე წევრების მიერ პოლიტიკისა და პროცედურებისა დაცვის უზრუნველყოფა;
  • სერვის-ცენტრის პორტფელის, კლიენტების ბაზის და მათი მხრიდან დროული გადახდის კონტროლი;
  • სერვისცენტრის მიერ გაცემული სესხების სრულყოფილი მონიტორინგი;
  • პრობლემების და ჩამოწერილი სესხების საკითხების გადასაჭრელად სესხის მენეჯერების და სესხის ოფიცრების დახმარება რეგიონალურ იურისტთან თანამშრომლობით;
  • სერვისცენტრის პორტფელისა და ვადაგადაცილების მენეჯმენტი;
  • შემოსული განცხადების /აპლიკაციების კონტროლი და სესხის ოფიცრების მიერ ვიზიტების დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;
  • სერვისცენტრის თანამშრომლების ყოველდღიური მენეჯმენტი;
  • სერვისცენტრის თანამშრომლების მიერ, კლიენტების მომსახურეობის ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • თათბირებზე ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებების და სიახლეების გაცნობა თანამშრომლებისათვის;
  • ბიუჯეტის, სერვისცენტრის ხარჯების კონტროლი და მართვა;
  • მომსახურების სტანდარტების შესრულება;
  • სალაროს კვანძის კონტროლი, საოპერაციო პოლიტიკაში გაწერილი პასუხისმგებლობის ფარგლებში; სერვის-ცენტრის ნაღდი ფულით მომარაგების კონტროლი და უზრუნველყოფის პროცესის კოორდინაცია;
  • შესაბამის მენეჯერთან ერთან კონსულების საქმიანობის კონტროლი და მათთან კომუნიკაცია და საჭირო დავალებების მიცემა;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონისა და კრედოს მონიტორინგის პოლიტიკის გათვალისწინებით, ვიდეო სათვალთვალო კამერებისა და მისი ჩანაწერების მონიტორინგი;
  • HR-თან ერთად თანამშრომლების აყვანის პროცესში ჩართულობა პოლიტიკის შესაბამისად და კადრის საჭიროებაზე HR-ის დროული ინფორმირება;
  • საჭიროების შემთხვევაში მივლინება-როტაცია ქვეყნის შიგნით;
  • გამართული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. სერვის-ცენტრის ინტერიერის და ექსტერიერის შენარჩუნება, საჭიროების შემთხვევაში რემონტი და ბანკში სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნის ინიციატივა/ორგანიზება;
  • სერვისცენტრის ერგონომიკული, ადმინისტრაციული და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • დროული და გამართული კომუნიკაცია ყველა შესაბამის რგოლთან.

რჩეული კლიენტების მომსახურეობა:

  • რჩეული კლიენტის გაცნობა;
  • პერიოდულად მონიტორინგის განხორციელება;
  • კლიენტისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზება;
  • კლიენტის მომსახურების პროცესის მეთვალყურეობა და შესაძლო შექმნილი პრობლემების მოგვარების პროცესის კონტროლი;

შრომის უსაფრთხოება:

სერვისცენტრის მმართველებს შრომის უსაფრთხოების კუთხით აქვთ შემდეგი ვალდებულებები:

  • უზრუნველყონ შრომის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების საჭირო ინსტრუქციის, ინფორმაციის, ტრენინგის ჩატარება და მეთვალყურეობა მათი თანამშრომლებისათვის ისე, რომ მათ უსაფრთხოდ შეეძლონ დაკისრებული როლების შესრულება;
  • უზრუნველყონ სამუშაო ადგილის რეგულარული ინსპექციების არსებობა ისე, რომ საფრთხეები იქნას აღმოჩენილი და გაკონტროლებული;
  • მოსთხოვონ სერვისცენტრის თანამშრომლებს დაემორჩილონ შრომის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების შესაბამის პოლიტიკას და სტანდარტებს;
  • გამოიყენონ მათთვის დაშვებული უსაფრთხოების ინსტრუმენტები;
  • დააწესონ ეფექტური კონსულტაცია სერვისცენტრის თანამშრომლებთან, დასაქმებულთა წარმომადგენლებთან და კონტრაქტორებთან, რათა ინფორმაცია იქნას გავრცელებული, პრობლემები აღმოჩენილი და დროულად გადაჭრილი;
  • მენეჯერი, რომელიც ნიშნავს კონტრაქტორს მომსახურების უზრუნველსაყოფად, რამდენადაც შესაძლებელია უნდა დარწმუნდეს რომ ყველა თანამშრომელი, რომელიც იმყოფება სამუშაო სივრცეში და კონტრაქტორი, იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას, ინსტრუქციას, ტრენინგს თუ მეთვალყურეობას მომსახურების უსაფრთხოდ განხორციელებისათვის და რომ მომსახურების გნახორციელება არ უქმნის საფრთხეს დასაქმებულებს ან სხვა პირებს;
  • უზრუნველყოს სერვისცენტრში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების ზედამხედველობა;
  • პასუხისმგებელია სერვისცენტრში სახანძრო და საგანგებო სიტუაციაზე, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარების პრევენციაზე/კონტროლზე, იმ დადგენილი წესების მიხედვით რაც გაწერილია კომპანიის შინაგანაწესში.

ინფორმაციული უსაფრთხოება:

  • სამუშაოს აღწერილობებში IT მომხმარებლების როლის გათვალისწინება სხვადასხვა პროცესებში მომხმარებლისათვის განსაზღვრული ფუნქციის, შესასრულებელი დავალებებისა და მოვალეობის შესასრულებლად საჭირო ინფორმაციული აქტივების ხელმისაწვდომობის მიხედვით;
  • მომხმარებლის დე-რეგისტრაციის, მომხმარებლის როლებისა და მომხმარებლის პერიოდული შვებულების შესახებ ინფორმაციის HR განყოფილებისთვის მიწოდება;
  • მომხმარებლის რეგისტრაციის, ცვლილების, დე-რეგისტრაციის და პერიოდული შვებულების პროცესების სრულყოფილად შესრულებაში დარწმუნება და აღნიშნულის კონტროლი;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და კონფიდენციალურობის შესახებ განცხადების ხელმოწერის უზრუნველყოფა ყველა მომხმარებლის მიერ.



მენეჯერული პასუხისმგებლობები:

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების სწავლება და განვითარება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია და დროული უკუკავშირის მიცემა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიერი პერფრომანსის მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
  • თანამშრომლების და რეზერვი თანამშრომლების რესურსის დაგეგმვა და სწორად გადანაწილება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი განათლება, შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, საბუღალტრო საქმე ან სამართლალმცოდნეობა;
  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება რეგიონში საფინანსო/ საბანკო სექტორში; მათ შორის სულ მცირე 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
  • ძლიერი ლიდერობის, მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ფინანსების / ბუღალტერიისა და ბიუჯეტირების საფუძვლების ცოდნა.
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარების და შენარჩუნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სრულყოფილი წერითი და მეტყველების უნარი ქართულ და რუსულ ენებზე, ინგლისური სასურველია;
  • კომპიუტერული, საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
  • საჭიროების შემთხვევაში თავისუფალი გრაფიკით მუშაობის და დროის 40%-ის განმავლობაში ადგილობრივად მოგზაურობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  26 აპრილი, 2024 წელი.

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი