Job Openings გენერალური დირექტორის ასისტენტი

About the job გენერალური დირექტორის ასისტენტი

პოზიცია: გენერალური დირექტორის ასისტენტი
ექვემდებარება: გენერალურ დირექტორს

თანამდებობის მიზანი:

გენერალური დირექტორის ასისტენტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს გენერალური დირექტორის დროული და ეფექტური ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

მთავარი პასუხისმგელობები:

  • Senior Management Team და Operational Meeting შეკრებების დღის წესრიგის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გენერალური დირექტორის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • კორესპონდენციის წარმოება;
  • SMT და OM შეკრებების ოქმების შედგენა და მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად შემდგომი ღონისძიებების უზრუნველყოფა. მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს, რისკის კომიტეტის, აუდიტის კომიტეტის და ALCO კრების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით;
  • სამეთვალყურეო საბჭოს და მასთან დაკავშირებული კომიტეტის კრებების ოქმების შედგენა, საბჭოს კრებამდე და მას შემდეგ მასალისა და დოკუმენტაციის, ასევე, ოქმების შეგროვება და დირექტორებისთვის მიწოდება;
  • აღნიშნული შეხვედრების დაორგანიზება ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერით;
  • ანგარიშების მომზადება, მონაცემთა ანალიზი, პრეზენტაციები და ზედამხედველის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
  • ბიზნეს ვიზიტების/მივლინებების დაორგანიზება, შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება.

ზოგადი პასუხისმგებლობები:

  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად; 
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

(შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით).

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს თანამდებობაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები კარგი უნარები, ქართულ და ინგლისურ ენებზე (ბიზნეს ინგლისური). სასურველია რუსულ ენაზეც;
  • განსაკუთრებული ორგანიზაციული და სამუშაო დროის მენეჯმენტის უნარები;
  • პროცესებისა და პასუხისმგებლობების მართვის უნარი;
  • ოფისის მენეჯმენტის სისტემისა და პროცედურების ცოდნა;
  • სხვადასხვა დავალებებზე ორიენტირების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 19 აპრილი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.