Job Openings ფინანსური და ექვაირინგის ჯგუფის უფროსი

About the job ფინანსური და ექვაირინგის ჯგუფის უფროსი

პოზიცია: ფინანსური და ექვაირინგის ჯგუფის უფროსი

პოზიციის მიზანი

ფინანსური და ექვაირინგის თიმ ლიდერი ძირითადად პასუხისმგებელია სს კრედო ბანკის ბარათებით და ექვაირინგის მოწყობილობებში შესრულებული ტრანზაქციების ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებაზე და პროცესების ოპტიმიზაციაზე. ასევე ტერმინალებთან და ბანკომატებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

  • სს კრედო ბანკის ფილოსოფიის და მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული ამოცანების შესრულება, შესაბამისი კომპეტენციის და უფლებების ფარგლებში;
  • საქმიანობის შესრულება სს კრედო ბანკის სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).

სპეციფიკური:

  • Visa და MC საერთაშორისო სისტემებთან კვარტალური რეპორტების წარმოება
  • Friendly ბანკებთან ანგარიშსწორების პროცესების მართვა და კონტროლი
  • ეროვნული ბანკის რეპორტების მომზადება;
  • ანგარიშსწორების პროცესისთვის საჭირო ფინანსური გატარებების მომზადება;
  • საბარათე ტრანზაქციების (იშუინგი ექვაირინგი) დამუშავება და პროგრამული ასახვა;
  • ანგარიშსწორებისთვის საჭირო სატრანზიტო ანგარიშების კონტროლი
  • ანგარიშსწორებისთვის საჭირო სხვა რეპორტების მომზადება;
  • ფინანსური შედეგების ანალიზი და კონტროლი;
  • ბანკომატების და ტერმინალების რეგისტრაციისა და გამართული მუშაობის კონტროლი
  • ბანკომატებისა და ტერმინალების გაუმართაობაზე დაფიქსირებული ინციდენტების მონიტორინგი და დროული რეაგირების კონტროლი;
  • ახალი სერვისების, პროდუქტების და პროცესების დანერგვის მხარდაჭერა;
  • ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
  • შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (MS Office განსაკუთრებით Microsoft Excel-ში მუშაობის უნარი);
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი გრძნობა;
  • სასურველია საბარათე მოდულების ცოდნა
  • ორგანიზაციული უნარები;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადები მიიღება 23 აპრილამდე