Job Openings პროდუქტის განვითარების მენეჯერი

About the job პროდუქტის განვითარების მენეჯერი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: პროდუქტის განვითარების მენეჯერი

ექვემდებარება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი

პოზიციის მიზანი

  • ახალი პროდუქტის, პროდუქტის მიქსების კონცეპტის შემუშავება;
  • არსებული პროდუქტების განახლება, საჭიროების შემთხვევაში კონცეფციის შეცვლა;
  • პროდუქტის მომგებიანობის შეფასება და ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების ფორმირება;
  • არსებული პროდუქტების ფასის პარამეტრების რედიზაინი;
  • ზრუნვა რომ პროდუქტი პასუხობდეს მომხმარებლის საჭიროებებს და ბაზრის ტრენდებს.

ზოგადი პასუხისმგებლობები

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს
    მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით
    დადასტურება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული
    უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.

სპეციფიური პასუხისმგებლობები

  • შექმნას ახალი/არსებული პროდუქტის დიზაინი და პროტოტიპი;
    მართოს მონაცემების ანალიტიკა და მოდელირება, რაც საჭიროა პროდუქტის
    განვითარებისთვის;
  • ქონდეს აქტიური კომუნიკაცია პროდუქტის მენეჯერებთან ბიზნეს საჭიროებების იდენტიფიკაციისა და ანალიტიკური სტრატეგიის ფორმირების მიზნით;
  • გააკეთოს პროდუქტის მომგებიანობის შეფასება და მოახდინოს ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების ფორმირება საუკეთესო ფასის დასადგენად;
  • ბაზრის ან/და მონაცემების მუდმივი ანალიზის საფუძველზე კონკრეტული პროდუქტების იდენტიფიცირება, სადაც საჭიროა რეაგირება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
  • გააკეთოს კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციები და მოახდინოს კვლევაზე
    დაფუძნებული მიგნებების ბიზნეს გადაწყვეტილებებში ინტერპრეტაცია;
  • გააკეთოს საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელების ანალიტიკა;
  • პროდუქტის პორტფელის ან/და მომგებიანობის გაზრდის სტრატეგიის შემუშავება;
  • ანალიტიკის და რისერჩ თიმებთან მჭიდრო პარტნიორობა პროდუქტის განვითარებისთვის საჭირო კვლევების და ანალიტიკის შედეგების მოპოვების მიზნით;
  • ბაზრის კვლევის გათვალისიწნებით არსებული პროდუქტებისთვის ახალი ფასების ანალიტიკა /დანერგვა;
  • პროდუქტის დისტრიბუციის არხების ეფექტურობის გაზრდის სტრატეგიების შემუშავება;
  • შეიმუშაოს ახალი პროდუქტის/პროდუქტის პაკეტის იდეა/კონცეფცია, რაც
    შესაბამისობაშია კომპანიის ბიზნეს სტრატეგიასთან ;
  • შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის განვითარების კონცეპტში, როდესაც ამჟამინდელი იდეა კარგად არ მუშაობს ან მოითხოვს ცვლილებებს ბიზნეს საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოს სამომავლო გაყიდვების პროგნოზირება და სცენარების შემუშავება პროდუქტის / ბიზნესის მომგებიანობის შეფასების მიზნით პროდუქტის დისტრიბუციის ცალკეული არხის ეფექტურობის გაზრდის სტრატეგიის, ბიზნეს მოდელის შემუშავება
    კონკრეტული სეგმენტების საჭიროებების შესაბამისად პროდუქტის, სერვისის
    განვითარებაზე ზრუნვა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს
    მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად.

ცოდნა პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება - უპირატესობა მიენიჭებათ მათემატიკის ან სტატისტიკის მიმართულებებს;
  • დამატებითი უპირატესობა მიენიჭება ასევე ფინანსურ, ან ბიზნეს განათლებას.
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მსგავს უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS Word, Excel, PowerPoint), უპირატესობად ჩაითვლება Mplus-ში, R-ში, SPSS-ში ან სხვა სტატისტიკურ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ფლობა სრულყოფილად;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • მაღალი ინტერესი სტატისტიკური ანალიზისა და პროგნოზირებადი მოდელირების მიმართ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ერთდროულად რამდენიმე დავალების მართვის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი და გეგმის წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზის პოვნის შესაძლებლობა;
  • მარკეტინგული უნარის ფლობა და მუდმივი კოორდინაცია პროდუქტის უახლეს ტენდენციებთან;
  • მკვეთრად გამოხატული ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ბიზნეს საჭიროებების ინტერპრეტირების უნარი მოდელირების/ანალიზის მახასიათებლებში;
  • ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავების უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პრიორიტეტების ეფექტურად დასახვის უნარი;
  • დედლაინებში მუშაობის უნარი;
  • საერთო ბიზნეს მიზნების გაზიარებისა და სწორი, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ძლიერი პიროვნული მოტივაცია და წარმატების სურვილი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 7 მაისი , 2024 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.