Job Openings პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

About the job პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი''

თანამდებობა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ექვემდებარება: იურიდიული დეპარტამენტის უფროსს

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 88 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

პოზიციის მიზანი:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები: 

  • ორგანიზაციის ფილოსოფიის და მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება ორგანიზაციის სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად
  • მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირება, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა;
  • მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;
  • მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღება, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულება.
  • სხვა ვალდებულებების შესრულება, რომელიც განსაზღვრულია შრომის ხელშეკრულებით და ორგანიზაციის შინაგანაწესით.

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
  • European Union-ის GDPR წესების საბაზისო ცოდნა;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2024 წელი

შენიშვნათქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.