Job Openings სესხის მენეჯერი გორში

About the job სესხის მენეჯერი გორში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: სესხის მენეჯერი გორში

სამუშაო ადგილი:  გორი

თანამდებობის მიზანი:

სესხის მენეჯერი პასუხისმგებელია კონკრეტული კლიენტებისათვის სესხის გაცემის მომსახურეობის უზრუნველყოფაზე სს ,,კრედო ბანკი-ს (კრედო) საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად, ასევე დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების მართვაზე. სესხის მენეჯერი ვალდებულია შექმნას და შეინარჩუნოს სოლიდური და მაღალი ხარისხის საკრედიტო პორტფელი და უზრუნველყოს დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების მუშაობის ეფექტურობა.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;

სპეციფიკური:

  • საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
  • კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
  • დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების ჯგუფის ჩამოყალიბება და მართვა;
  • დაქვემდებარებული გუნდის მიერ კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის კონტროლი და გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების საკრედიტო პორტფელის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • შემოსული განცხადების / აპლიკაციების კონტროლი და სესხის ოფიცრების მიერ ვიზიტების დროულად გაკეთების უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო კომიტეტისათვის დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფაში სესხის ოფიცრების დახმარება;
  • დაქვემდებარებული ჯგუფის სესხის ოფიცრების სესხების დამტკიცება კომიტეტზე, ლიმიტის ფარგლებში;
  • საკრედიტო კომიტეტზე სესხის დამტკიცებისას წარმოდგენილი დოკუმენტების (ქონებრივი უზრუნველყოფის დოკუმენტი, ბაზებში შემოწმების ფორმა, განაცახდის ფორმა, და ა.შ.) სისრულის, სხვადასხვა დოკუმენტებში (პირადი ნომრები, თარიღები, თანხები) მოცემული ინფორმაციის შესაბამისობისა და ხელმოწერების შემოწმება;
  • დამტკიცებული სესხების ხარისხიანად გაცემის ზედამხედველობა;
  • დაქვემდებარებული ჯგუფის სესხის ოფიცრების მიერ გაცემული სესხების მონიტორინგი, კლიენტების საქმის სათანადო დოკუმენტაციისა და ფორმების გადახედვა და კლიენტებთან ადგილზე შეხვედრა;
  • დაწესებულ ლიმიტზე მაღალი სესხების გადაგზავნა პასუხისმგებელ დამამტკიცებელ პირებთან;
  • დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების დახმარება პრობლემური კლიენტებთან მუშაობისას;
  • დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების დახმარება პრობლემური კლიენტის მხრიდან სასესხო დავალიანების დროულად გადახდის მექანიზმის შემუშავებაში;
  • ხარისხიანი და ეფექტური სოფლის დღეების უზრუნველყოფა დანიშნულ სოფლებში, წინასწარ დამტკიცებული სოფლის დღეების განრიგის მიხედვით;
  • დაქვემდებარებულ ჯგუფში მყოფი სესხის ოფიცრების მიერ პრომოუშენის ჩატარების უზრუნველყოფა, კრედოს პროცედურების მიხედვით;
  • მაქსიმალური ძალისხმევის გაღება დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების მხრიდან გეგმების შესრულებისათვის;
  • დაქვემდებარებულ სესხის ოფიცერთან ჯგუფთან მიმაგრებული კონსულების საქმიანობის კონტროლი;
  • ჩატარებული აქციების შესახებ რეპორტების მომზადება და წარდგენა შესაბამისი პირებისათვის;
  • დაქვემდებარებული სესხის ოფიცრების მიერ კლიენტების მომსახურების უზრუნველყოფა, მომსახურების სტანდარტების დაცვით;
  • დაქვემდებარებული თანამშრომელების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
  • რეგიონალური ოპერაციების შეხვედრებში მონაწილეობა და ახალი იდეებისა და ინოვაციების შეთავაზება;
  • პროცესის გაუმჯობესების მიზნით საკრედიტო და არასაკრედიტო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის მმართველის შეცვლა;
  • სერვისცენტრის მმართველის მოვალეობის შესრულებისას, ვიდეო სათვალთვალო კამერებისა და მისი ჩანაწერების მონიტორინგი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონისა და კრედოს მონიტორინგის პოლიტიკის გათვალისწინებით;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.

ცოდნა, კვალიფიკაცია, შესაძლებლობები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

  • უმაღლესი განათლება, სასურველია შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, საბუღალტრო საქმე ან სამართლალმცოდნეობა;
  • აუცილებელი გამოცდილება:
  • კრედოში უფროსი სესხის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
  • და/ან SME სესხის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება და ასევე კრედოში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
  • და/ან კრედოში სესხის ოფიცრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მხოლოდ დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში);
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა კარგად;
  • ლიდერობისა და მართვის უნარები;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ძლიერი თვითმოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი;
  • ძირითადი ბიზნეს პრინციპებისა და ეთიკის ნორმების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია

განცხადების მიღების ბოლო ვადაა:  11 აპრილი , 2024 წ.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.