Job Openings ქოლ-ცენტრის გაყიდვების ოპერატორი

About the job ქოლ-ცენტრის გაყიდვების ოპერატორი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: ქოლ-ცენტრის გაყიდვების ოპერატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი

____________________________________________________________________________

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 88 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

  • დაზღვევა;
  • ტრენინგები;
  • მასტერკლასები;
  • კორპორატიული ღონისძიებები.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

#გახდიკრედოელი

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება და კონსულტირება ბანკის პროდუქტების, პირობების, სერვისების შესახებ;
  • მომხმარებელთა მომსახურება კრედო ბანკის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით მომსახურების სტანდარტების დაცვით;
  • მომხმარებლების უკმაყოფილო მიზეზით მომართვის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, მომხმარებელთა საჩივრების მართვის პოლიტიკის შესაბამისად მოქმედება და/ან დახმარების გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში:
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • სასურველია ქოლ-ცენტრში, საბანკო სისტემაში ან გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
  • დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონე;
  • გუნდურობა;
  • მიზანზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 მაისი, 2024 .

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.