Job Openings რჩეული სერვის ცენტრის სერვისის მენეჯერი ზუგდიდში

About the job რჩეული სერვის ცენტრის სერვისის მენეჯერი ზუგდიდში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

პოზიცია: რჩეული სერვისცენტრის სერვისის მენეჯერი ზუგდიდში

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 88 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელი

პოზიციის მიზანი

რჩეული სერვისცენტრის სერვისის მენეჯერმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების სწრაფი და მაღალი ხარისხით მომსახურება. სერვისის მენეჯერი პასუხისმგებელია საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების ეფექტურ გაყიდვებზე; სერვის ცენტრისთვის დაწესებული გეგმების შესრულებაზე. დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული ოპერაციების სისწორეზე.

ზოგადი პასუხისმგებლობები:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

სპეციფიური პასუხისმგებლობები

ფილიალი:

  • სერვის ცენტრის ერგონომიკული, ადმინისტრაციული და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • სერვის ცენტრის საოფისე ნივთებით, აღჭურვილობით, ავეჯით, მარკეტინგული მასალებით და სხვა მარაგებით უზრუნველყოფის კონტროლი;
  • სალაროს კვანძის კონტროლი, საოპერაციო პოლიტიკაში გაწერილი პასუხისმგებლობის ფარგლებში;
  • სერვის ცენტრის ნაღდი ფულით მომარაგების კონტროლი და უზრუნველყოფის პროცესის კოორდინაცია;
  • დროული და გამართული კომუნიკაცია ყველა შესაბამის რგოლთან.
  • საჭიროების შემთხვევაში, ფილიალის მმართველის მოვალეობის შესრულება

თანამშრომლების მენეჯმენტი:

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიური ხელმძღვანელობა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების აყვანის პროცესში ჩართულობა პოლიტიკის შესაბამისად და კადრის საჭიროებაზე HR-ის დროული ინფორმირება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მომსახურების სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების დრესკოდის მკაცრი მონიტორინგი;
  • ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებების და სიახლეების გაცნობა თანამშრომლებისათვის;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე ზრუნვა;
  • თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია და დროული უკუკავშირის მიცემა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიური პერფრომანსის მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების რესურსის დაგეგმვა და სწორად გადანაწილება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა;
  • სერვის ცენტრში გუნდური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;

სერვისი:

  • სერვის ცენტრის თანამშრომლების მიერ, კლიენტების მომსახურეობის ხარისხის კონტროლი და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
  • კლიენტის მომსახურების პროცესის მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში პრობლემური საკითხების გადაჭრა;
  • უკმაყოფილო კლიენტებთან შეხვედრა, უკმაყოფილების მიზეზის დადგენა და მისი მოგვარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;
  • ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სამუშაო ბაზების გუნდში განაწილება და მათი ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა;
  • კლიენტების მომსახურების სივრცეში საქმიანი და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე ზრუნვა; რიგების მართვის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ საბანკო მომსახურების/პროდუქტების გაყიდვების მართვა, კოორდინაცია და ყოველდღიური მონიტორინგი;

პროცესი:

  • კლიენტების მომსახურების პროცესების კონტროლი და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა;
  • სს კრედო ბანკის პოლიტიკითა და პროცედურებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა (ოპერაციების ავტორიზაცია);
  • სერვის ცენტრისთვის დასახული გაყიდვების გეგმების შესრულების ხელშეწყობა;
  • დაქვემდებაებული თანამშრომლების ფუნქციების განაწილება, მორიგეობების განრიგის შედგენა და მათი შესრულების კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო დღის მანძილზე შესვენებების გამოყენების განრიგის შედგენა, მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების შვებულებების განრიგის შემუშავება და შესაბამის ზემდგომ რგოლთან შეთანხმება;
  • სერვის ცენტრის თანამშრომლების მიერ შესრულებული ოპერაციების პერიოდული მონიტორინგი; ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი გამოსწორების უზრუნველყოფა;

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება, შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, საბუღალტრო საქმე ან სამართალმცოდნეობა;
  • სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო/საბანკო სექტორში; მათ შორის, სულ მცირე 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
  • ძლიერი ლიდერობის, მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სრულყოფილი წერითი და მეტყველების უნარი ქართულ ენაზე; სასურველია სრულყოფილი მეტყველების უნარი ინგლისური და რუსული ენებზე;
  • კომპიუტერული, საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკოციო ფორმა

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 19 აპრილი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.