Job Openings ქოლ - ცენტრის უნივერსალური ოპერატორი

About the job ქოლ - ცენტრის უნივერსალური ოპერატორი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: ქოლ-ცენტრის უნივერსალური ოპერატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი

__________________________________________________________________________

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 88 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში. #გახდიკრედოელი

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი/გამავალი ზარების მიღება/დამუშავება და მომხმარებელთა მომსახურება სტანდარტების დაცვით;
  • მომხმარებლებისათვის სრულყოფილად ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება ბანკის სერვისებისა და პროცედურების შესახებ;
  • მომხმარებელთა მომსახურება კრედო ბანკის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით მომსახურების სტანდარტების დაცვით;
  • რგოლის მიერ მიღებული მარკეტინგული კვლევითი დავალების ხარისხიანად შესრულება ;
  • მომხმარებლების სრულფასოვანი ინფორმირება მათი არსებული პროდუქტების შესახებ;
  • მომხმარებლების უკმაყოფილო მიზეზით მომართვის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, მომხმარებელთა საჩივრების მართვის პოლიტიკის შესაბამისად მოქმედება და/ან დახმარების გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში;
  • პროცედურის დარღვევების/ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და შესაბამისი დეპარტამენტების/პირების ინფორმირება;
  • აქტიური ოპერაციების შესრულება;
  • პოტენციური მომხმარებელთათვის საბანკო პროდუქტების გაცნობა, გაყიდვისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
  • მომხმარებლების დაინტერესება კრედო ბანკის პროდუქტებითა და მომსახურებით, მათთვის განაცხადის რეგისტრირება;
  • ყოველთვიური გეგმის შესრულება;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • აუცილებელია ქოლ-ცენტრში, ან საბანკო სისტემაში კლიენტთა მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
  • დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონე;
  • გუნდურობა;
  • მიზანზე და შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 13 მაისი, 2024 .

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.