Job Openings რჩეული ბანკირი საგარეჯოში

About the job რჩეული ბანკირი საგარეჯოში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: რჩეული ბანკირი საგარეჯოში

სამუშაო ადგილი: საგარეჯო

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 86 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელი

თანამდებობის მიზანი:

რჩეული ბანკირი პასუხისმგებელია მიზნობრივ სეგმენტზე რჩეული საბანკო მომსახურების პროდუქტის გაყიდვაზე და რჩეულ კლიენტებზე ხარისხიანი, მაღალი სტანდარტების მომსახურების გაწევაზე.

ძირითადი ფუნქციები:

· კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;

· ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, დასახული ამოცანების შესრულება;

· საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსის, ბიზნესის ქცევების, ბანკის კორპორატიული ღირებულებების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;

· ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);

· რჩეული კლიენტების მოზიდვა,

· რჩეული კლიენტებისთვის კრედოს პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა;

· რჩეული კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება;

· რჩეული კლიენტების კონსულტაცია და პრობლემის არსებობის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობა;

· მუდმივი კონტაქტი რჩეულ კლიენტებთან და მათთვის ახალი დანერგილი პროდუქტების/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება;

· რჩეული კლიენტებისთვის:

o მიმდინარე ანგარიშის გახსნა და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;

o ვადიანი ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;

o კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება; o სესხის გაცემასთან და სესხის დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;

o სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;

o პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება; პლასტიკური ბარათების და პინ-კოდების გაცემა;

o უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;

o განაცხადების მიღება სალარე და სავალუტო ფულად გზავნილებზე, ასევე მათი განაღდება შესაბამისი ინტრუქციების საფუძველზე;

o კლიენტთა ანგარიშებიდან ამონაწერის სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება და გაცემა;

o სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;

o კლიენტთა ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება;

· რჩეული კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;

· დასახული გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;

· რჩეული ბანკირი პირდაპირ პასუხისმგებელია ყველა მის მიერ შესრულებული ოპერაციის სისწორეზე სერვის-ცენტრის მართველის, რჩეული მომსახურების გაყიდვებისა და განვითარების მენეჯერის და სმე განყოფილების უფროსის წინაშე.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

· ბიზნეს ბანკირს სასურველია ჰქონდეს უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული. კლიენტების ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად კანდიდატს აუცილებელია ესმოდეს ბიზნეს აღრიცხვის ზოგადი პრინციპები და შეეძლოს ფინანსური ანგარიშების წაკითხვა;

· რჩეულ ბანკირად შესაძლოა დასაქმდეს ისეთი კანდიდატი, რომელსაც არ აქვს უმაღლესი განათლება ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი მიმართულებიდან, თუმცა აქვს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება: გაყიდვებში, მომხმარებელთა მომსახურებაში, საბანკო სექტორში.

· კანდიდატი უნდა ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook;

· CSS-ში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;

· რუსული და ინგლისური - წაკითხვის ანალიზისა და აზრის გამოტანის უნარი.

· სხვა ბანკში საკრედიტო, გაყიდვების ან/და მომხმარებელთან მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 24  აპრილი, 2024 წ.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი