Job Openings Credo Developer Academy - Back end დეველოპმენტის შემსწავლელი კურსი

About the job Credo Developer Academy - Back end დეველოპმენტის შემსწავლელი კურსი


Credo Developer Academy - ჩვენ ვაფინანსებთ თქვენს მომავალ პროფესიას


კურსის შესახებ:

შერჩეული კანდიდატების 6 თვიან სასწავლო კურსს სრულად დააფინანსებს კრედო ბანკი.

სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს. კურსის მიზანია სწავლის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და დასაქმების შესაძლებლობის შექმნა IT სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.

კურსის განმავლობაში შეისწავლი: Back end დეველოპმენტს NET პლატფორმაზე - C#, .Net5, ASP.Net (Basics) & MS SQL (Basics)

სწავლიებს ფორმატი - ლექციები მიმდინარეობს Live რეჟიმში, Classroom-ფორმატში:

  • თეორიული ნაწილი - კვირაში 2 ან 3 დღე - 4-5 საათი;
  • პრაქტიკული ნაწილი - კვირაში 2 დღე - 4 საათი;

ჩვენ ვეძებთ - ძალიან მოტივირებულ, IT სფეროში განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისათვის.

შერჩევის ეტაპები

  • I ეტაპი - ტესტირება
  • II ეტაპი - გასაუბრება

საბაზისო ცოდნა არ მოითხოვება

კურსის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ აკადემიის სერთიფიკატი

დასაქმების შესაძლებლობა - სწავლება დასაქმებისთვის: თუ შენი სწავლის ჟინი და ხარისხი დაემთხვა ჩვენს მოლოდის, შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს, სადაც IT თავგადასავლების ეპიცენტრში მოექცევი და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის საუკეთესო შესაძლებლობა მოგეცემა

კანდიდატურის წარდგენის ბოლო დღე - 14 მაისი

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი