Job Openings Product Owner

About the job Product Owner

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: პროდუქტების მფლობელი (ციფრული ბანკინგის განყოფილება)

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი

კრედო ბანკი 25 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 87 ფილიალიში არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებს და მასტერკლასების;
  • კორპორატიული ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • პროდუქტის მფლობელი პასუხისმგებელია პროდუქტების გაყიდვებთან და/ან სერვისებთან დაკავშირებული კომერციული მიზნების მიღწევასა და პროდუქტის/მომსახურების/პროცესების მუდმივ გაუმჯობესებასა და განვითარებაზე;
  • პროდუქტის განვითარებისთვის აუცილებელ გარე ჩართულ მხარეებთან (ვენდორებთან და ა.შ) აქტიური კომუნიკაცია;
  • პროდუქტის განვითარებისთვის აუცილებელ შიდა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის წარმართვა - მარკეტინგი, რისკები და ა.შ;
  • კომერციული სტრატეგიისა და გაყიდვების მიზნების მისაღწევად აუცილებელ შიდა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია - (ფილიალები, მარკეტინგი და ა.შ.);
  • პროდუქტის და/ან პროცესის დანრეგვა/განვითარებაზე ზრუნვა და ლიდერშიფი როგორც რებრენდინგის ნაწილში, ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით, როგორც შიდა, ასევე გარე არხების საშუალებით;
  • პროდუქტთან დაკავშირებული გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება საჭიროებისამებრ ;
  • სერვისცენტრებისა და პოტენციური მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება, ინფორმირებულობა პროდუქტის/პროცესის შესახებ
  • მომხმარებლების ინსაითების ანალიზი (user research, best practices);
  • იდეების გენერაციის ვორქშოპების ორგანიზება და ფასილიტაცია;
  • ბიზნეს ამოცანების პრიორიტეტიზაცია, მართვა, პროდუქტის შესახებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა;
  • დაპრიორიტეტებული ამოცანების user story-ებად ჩაშლა, გაყიდვების გუნდთან კომუნიკაცია და უკუკავშირის მიღება;
  • პროდუქტის/პროცესის განვითარების ხედვის, მიზნებისა და სტრატეგიის შესახებ გუნდის ინფორმირება;
  • შესათანხმებელი/დასაზუსტებელი საკითხების თავმოყრა და რელევანტურ სტეიკჰოლდერებთან გავლა/კოორდინაცია;
  • ბიზნეს მიმართულებებს და IT სისტემებს შორის ურთიერთდამოკიდებულებების მეპინგი;
  • OKR-ების განსაზღვრა, კოლაბორაცია და შესრულების მონიტორინგი, საკითხების პრიორიტეტიზაცია მენეჯმენტთან;
  • პროექტების მომზადება და QBR-ზე კვარტლური გეგმის წარდგენა;
  • პროდუქტის/პროცესის კონცეფციის შემუშავება და პიჩინგი;
  • ფინანსური მომგებიანობის მონახაზი (საჭიროების შემთხვევაში);
  • UX-UI-ს დეტალური გავლა და ქოფირაითინგი;
  • User ტესტების მომზადება, იტერაციების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • კომუნიკაციის გეგმის შემუშავება როგორც გუნდთან, ასევე სერვისცენტრებთან;
  • გაიდლაინების შექმნა;
  • ანალიტიკური მონაცემების (gathered from research or selected from database and/or analytical tools) მონიტორინგი და დამუშავება;
  • პროდუქტის/პროცესის განვითარების შემდეგი სკოუპების დაგეგმვა;

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ბანკში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • პროექტის მართვის გამოცდილება და ბანკის შიდა პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office პროგრამების გამოყენებითი ცოდნა;
  • პროექტის მართვის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებითი ცოდნა;
  • ციფრული პროდუქტების პროტოტიპირების მექანიზმების (sketching & wireframing) გამოყენებითი ცოდნა;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინიციატიურობა;
  • დამოუკიდებლობა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • ინფორმაციის დამუშავების, წარდგენის და გადაცემის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  • დაგეგმვის, ორგანიზების და კოორდინაციის უნარი;
  • პროფესიული განვითარებისადმი მიდრეკილება;
  • სამუშაო მიზნების მიღწევაზე ორიენტაცია და პრიორიტეტების დასახვა;
  • სტრატეგიული აზროვნება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი.