Job Openings რჩეული ბანკირი ქუთაისი

About the job რჩეული ბანკირი ქუთაისი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: რჩეული ბანკირი ქუთაისში

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

კრედო ბანკი 26 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 88 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

#გახდიკრედოელი

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების შეთავაზება და გაყიდვა;
  • კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში;
  • კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების და ანგარიშების გახსნა და მათთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა, ნებადართულ ვალუტებში ლიმიტების შესაბამისად;
  • სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
  • უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
  • სამუშაო ადგილისთვის აუცილებელი მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის კონტროლი;
  • კლიენტის პერსონალური მონაცემებისა და ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • რჩეული კლიენტების მოზიდვა, კრედოს პროდუქტების აქტიურად გაყიდვა და რჩეული კლიენტების მომსახურება;
  • რჩეული კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას;
  • რჩეული კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
  • რჩეული კლიენტებისთვის პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება;
  • რჩეულ კლიენტებზე პლასტიკური ბარათების და პინკოდების გაცემა.
  • განაცხადების მიღება სალარე და სავალუტო ფულად გზავნილებზე, ასევე მათი განაღდება შესაბამისი ინსტრუქციების საფუძველზე;
  • კლიენტთა ანგარიშებიდან ამონაწერის სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება და გაცემა;
  • ბანკნოტებისა და მონეტების სინამდვილისა და გადასახდელად ვარგისიანობის განსაზღვრა, ყალბი ან საეჭვო ბანკნოტებისა და მონეტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების მოთხოვნა განსაზღვრული წესების შესაბამისად.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული;
  • სავალდებულოა საბანკო სექტორში საოპერაციო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საბანკო სექტორში მსხვილ იურიდიულ პირებთან მუშაობის გამოცდილება, როგორც მომსახურების ასევე გაყიდვების მიმართულებით;
  • MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • თვითმოტივირებულობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 მაისი, 2024 წელი.

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.