Job Openings Programmer

About the job Programmer

პოზიცია: პროგრამისტი

ექვემდებარება: პროგრამირეგის განყოფილების უფროსს

თანამდებობის მიზანი:

პროგრამისტი პასუხისმგებელია სს კრედო ბაკის (შემდგომში კრედო) ოფისის აპლიკაციების განვითარებასა და შენარჩუნებაზე, ვებზე დაფუძნებული პროგრამული ენების გამოყენებაზე და სცენარების შედგენის პროგრამების გამოყენებაზე, როგორიცაა ASP.NET, C# JavaScript, Ext JS, jQuery, ASP.NET Web API, MS SQL Server, CSS და HTML. პიროვნება მონაწილეობას მიიღებს მოთხოვნების შეგროვებაში, კვლევაში და შესთავაზებს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს და განავითარებს გადაწყვეტილებებს შეთანხმებული დროის პერიოდში.

ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:

  • MSSQL მონაცემთა ბაზების შექმნა და შენარჩუნება;
  • სერვერის აპლიკაციების შექმნა C# და ASP.NET WEB API-ის გამოყენებით;
  • კლიენტის აპლიკაციების შექმნა Ext JS და JavaScript-ის გამოყენებით;
  • არქიტექტორებთან და ბიზნეს ანალიტიკოსებთან თანამშრომლობა ფუნქციონალების დადგენის მიზნით;
  • უმაღლესი ხარისხის კოდის შემუშავება და დაწერა.

ინფორმაციული უსაფრთხოება:

  • სათანადო წვდომის კონტროლის წესების, წვდომის უფლებების და ინფორმაციულ აქტივებთან დაკავშირებით წინასწარ განსაზღვრული მომხმარებლის როლების შეზღუდვები. მომხმარებლებს და სერვის პროვაიდერებს უნდა მიეცეთ იმ ბიზნეს მოთხოვნების შესახებ ნათელი ინფორმაცია, რომლებიც უნდა შესრულდეს წვდომის მაკონტროლებელი საშუალებების მიერ;
  • გასაგები ავტორიზაციის სისტემის ჩამოყალიბება აქტივების ინვენტარში მოცემულ აპლიკაციებზე, სისტემებზე, მონაცემთა ბაზებზე, ფაილებსა და ინფრასტრუქტურულ კომპონენტებზე წვდომისთვის;
  • ცენტრალიზებული საცნობარო სერვისის გამოყენება, როგორიცაა აქტიური ცნობარი აუტენთიფიკაციის სისტემის სახით, არსებობის შემთხვევაში;
  • მომხმარებლის წვდომის ავტორიზაცია საჭიროა გამოყენების საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ეძლევათ წვდომა ინფორმაციის დამუშავების საშუალებებზე (IT აღჭურვილობა, აპლიკაციები, პროცედურები, ოთახები), რომლებიც მათ სჭირდებათ მათი დავალებების/სამუშაოს/როლის შესრულებისთვის;
  • მომხმარებლის წვდომის ავტორიზაცია საჭიროა გამოყენების საფუძველზე. ეს ნიშნავს წვდომის ავტორიზაციას მასზე, ვისაც გააჩნია ინფორმაციის ბიზნეს საჭიროება;
  • ფუნქციების გამიჯვნის/ძალაუფლების გაყოფის ადეკვატური ასახვა, განსაკუთრებით კრიტიკული წვდომის უფლებებთან დაკავშირებით;
  • მომხმარებლის პასუხისმგებლობების განსაზღვრა და კომუნიკაცია დამუშავების სისტემასთან წვდომისთვის;
  • სისტემაში შესვლა და მონიტორინგი განსაკუთრებულად სისტემის ადმინისტრატორებისთვის და შეუზღუდავი წვდომის უფლებების მფლობელებისთვის;
  • კომპანიის აქტივების გამოყენების ვალდებულება დაწესებულების მისაღები გამოყენების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკებთან დაკავშირებით სწავლებებზე დასწრება და მათი დასრულება და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკების მიღების შესახებ განაცხადის ხელმოწერა იმის დასადასტურებლად, რომ იგი საქმის კურსშია იმის შესახებ, რომ ამ განცხადების რომელიმე ნაწილის შეუსრულებლობის შემთხვევა ჩაითვლება ვალდებულებების დარღვევად, რასაც მოჰყვება დისციპლინარული ღონისძიება.

ცოდნა უნარები და შესაძლებლობები:

  • C#, ASP.NET, ASP.NET MVC-ის, , Microsoft Web API, JavaScript, Ext JS, JQuery, HTML,
  • CSS-ის გამოყენებით ვებ-დეველოპმენტის 2 წლიანი გამოცდილება;
  • MS SQL-ის გამოყენებით DB დეველოპმენტის 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისურ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • თვით-მენეჯმენტის უნარები;
  • გუნდური მუშაობის უნარები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 17 აპრილი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.