Job Openings ანაზღაურებადი სესხის ოფიცრის სტაჟიორი ამბროლაურში

About the job ანაზღაურებადი სესხის ოფიცრის სტაჟიორი ამბროლაურში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: ანაზღაურებადი სესხის ოფიცრის სტაჟიორი ამბროლაურში

სამუშაო ადგილი: ამბროლაური


კრედო ბანკი 26 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 88 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი

  • თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს;
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას:

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

#გახდიკრედოელი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • მომხმარებლებთან, კომპანიებთან დაკავშირება და მათთვის ყველა ტიპის
  • სესხის პირობების გაცნობა და შეთავაზება;
  • კლიენტთა შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვების უზრუნვეყოფა;
  • სესხის ოფიცრის მხარდაჭერა/დახმარება პრომო აქციების ჩატარებაში;
  • საჭიროების შემთხვევაში, სესხის ოფიცერის დახმარება სესხის გაცემაში და სესხის დამუშავებაში;
  • გაცემული პროდუქტების მონიტორინგის განხორციელება;
  • მონიტორინგის პროცესში საგანვადებო სესხის შეთავაზება ყველა კლიენტზე;
  • ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ინიციატივის მქონე;
  • ყურადღებიანი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ვადა: 29 აპრილი , 2024 წ.

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი