Job Openings გამოცდილი სესხის ოფიცერი ქედაში

About the job გამოცდილი სესხის ოფიცერი ქედაში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: სესხის ოფიცერი ქედაში

სამუშაო ადგილი: ქედაში

კრედო ბანკი 26 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 86 ფილიალით არის წარმოდგენილი.

#გახდიკრედოელი

  • თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს;
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას:

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლების მოზიდვა;
  • მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებისა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
  • რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
  • სესხის გაცემა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • მომსახურების გაწევა კრედოს სტანდარტების დაცვით;
  • საჭიროების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა საკითხებში;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკაში ან ფინანსებში;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
  • გადაწყვეტილებების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ძლიერი მოტივაცია და წარმატების სურვილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 ნოემბერი 2023 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი