Job Openings მარკეტინგული კვლევის და მონაცემთა ანალიტიკოსი

About the job მარკეტინგული კვლევის და მონაცემთა ანალიტიკოსი

პოზიციის დასახელება: მარკეტინგული კვლევის და მონაცემთა ანალიტიკოსი

პოზიციის მიზანი:

მარკეტინგული კვლევის ანალიტიკოსი პასუხისმგებელია რაოდენობრივი და სამაგიდო კვლევების დაგეგმვასა და მართვაზე, კვლევის საბოლოო ანგარიშის მომზადებაზე. თვისებრივი კვლევების წარმართვასა და ანალიტიკაში აქტიურ ჩართულობაზე. ასევე პასუხისმგებელია სხვადასხვა ბიზნეს ამოცანის შესრულებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზების ანალიზზე და  საბოლოო ანალიტიკური ანგარიშების მომზადებაზე; ასევე მომხმარებელთა ქცევის მონაცემების ანალიტიკაზე, მომხმარებელთა სეგმენტების იდენტიფიცირების და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა.
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს)

სპეციფიკური პასუხისმგებლობები:

  • კვლევის საჭიროებების განსაზღვრაში, საკვლევი მეთოდოლოგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
  • ბიზნეს პრობლემის თარგმნა კვლევით ამოცანებში;
  • საკვლევი ინსტუმენტის შემუშავება სხვადასხვა კვლევითი პროექტებისთვის;
  • მონაცემთა ანალიზის საფუძველზე რაოდენობრივი კვლევის შერჩევის ჩარჩოს მომზადება
  • კვლევისათვის გამოსაკითხი რესპონდენტების შერჩევა, შერჩევის დეტალური ფაილის მომზადება;
  • ანალიზისთვის საჭირო რელევანტურ მონაცემთა მოპოვება, ბაზების მომზადება და მონაცემთა ანალიტიკა
  • დიდი მონაცემთა ბაზების გაანალიზება სტატისტიკური ტექნიკების გამოყენებით;
  • მომხმარებელთა ქცევის შესწავლა და ანალიზი, მომხმარებელთა სეგმენტების იდენტიფიცირება, ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • შიდა სატელეფონო რაოდენობრივი კვლევების მართვა, ველის კოორდინირება
    • სატელეფონო ქოლ ცენტრის ოპერატორების ტრენინგი, ინტერვიურების ხარისხის უზრუნველყოფა;
    • ფოკუს ჯგუფების მოდერაცია, ჩაღრმავებული ინტერვიუების წარმართვა;
    • ბაზრის შესწავლა, ანალიზი სხვადასხვა პროდუქტის პარამეტრების რედიზაინის მიზნით;
    • სამაგიდე კვლევების დაგეგმვა და მართვა, კვლევის საბოლოო ანგარიშის მომზადება:
    • რაოდენობრივი კვლევის მონაცემების სტატისტიკური ანალიზი; როგორც აღწერითი, ისე დასკვნითი სტატისტიკის განხორციელება; კვლევის შედეგების შეწონვა;
    • რაოდენობრივი კვლევის საბოლოო ანალიტიკური ანგარიშის მომზადება;
    • კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება განყოფილების ხელმძღვანელთან კოორდინირებულად;
    • მიმდინარე ბიზნეს განვითარების პროექტების ანალიტიკურ კომპონენტში ჩართულობა;

      დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
      განცხადების მიღების ვადა: 25 აპრილი, 2024 წელი
      #გახდიკრედოელი
      შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
      გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.